ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ადვოკატი: „მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“

ნახვები: 339 ადვოკატი: „მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“

„ნიკა მელიას საქმე სამართლებრივ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს," - განაცხადა დღეს, 10 მაისს, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.

მისი თქმით, მელიას გათავისუფლება უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან მისი და უცხოელი პარტნიორების ძალისხმევის დამსახურებაა.

„ამ საქმეს ნუ განიხილავენ სამართლებრივ ჭრილში და ასპექტში. მარტივად შემიძლია ავხსნა, ნიკა მელიას ბრძოლამ, პრინციპულობამ, ასევე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების, ჩვენი მეგობრების ძალისხმევამ, ხელისუფლება აიძულა, რომ დაესრულებინა ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა და დღეს სასამართლოს გზით ამის გაფორმება ხდება. შესაბამისად, პროცედურებთან და სამართლებრივ სიღრმეებთან დაკავშირებით საუბარზე თავს შევიკავებდი, თუმცა შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში და რომელიც მოსამართლემ უნდა განიხილოს, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან",-თქვა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ,: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა. დღეს თბილისის სასამართლოში სასამართლოში პროცესი 16.00 საათზე გაიმართება, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა