კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ყველაზე კრიტიკულ დროს, ქართველმა დიპლომატებმა, საფრთხის მიუხედავად შეასრულეს თავიანთი მისია უკრაინაში-ანდრეი კასიანოვი

ნახვები: 480 ყველაზე კრიტიკულ დროს, ქართველმა დიპლომატებმა, საფრთხის მიუხედავად შეასრულეს თავიანთი მისია უკრაინაში-ანდრეი კასიანოვი

უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაჯილდოებას ესწრებოდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვიც.

როგორც ანდრეი კასიანოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, რომ ესწრება ღონისძიებას, სადაც აჯილდოებენ ქართველ დიპლომატებს, რომლებმაც მიუხედავად საფრთხისა, გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში.

კასიანოვმა საქართველოს გუნდს, დიპლომატებს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის პატივია, მონაწილეობა მივიღო ღონისძიებაში, სადაც აჯილდოებენ ქართველ დიპლომატებს, რომლებმაც მიუხედავად გამოწვევებისა და საფრთხისა, გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ევროპის ხუთი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა აქ, რომ მტკიცე მხარდაჭერა გამოეცხადებინა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. მათ შორის იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ნათლად აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის მხარს დაუჭერდა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. დღეს კი, ყველაზე კრიტიკულ დროს, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის დროს, ქართველმა დიპლომატებმა შეასრულეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში. მიუხედავად საფრთხისა და გამოწვევებისა, აჩვენეს საქართველოს სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. იმედი მაქვს, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და ურთიერთობა უფრო კონსოლიდირებული იქნება, რომელიც სარგებლის მოუტანს უკრაინელებს და ქართველებს. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს გუნდს, დიპლომატებს ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა