პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მიუღებელია, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვები დღეს არიან ქართული პოლიტიკის ნაწილი, ეს სამწუხარო მოვლენაა-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 564 მიუღებელია, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვები დღეს არიან ქართული პოლიტიკის ნაწილი, ეს სამწუხარო მოვლენაა-ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენ ქვეყანას აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, ბუნებივია, შორს არის იმ სტანდარტებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როგორც კი კიმინალები წალვენ პოლიტიკიდან, ოპოზიცია გაძლიერდება და გაჯანსაღდება.

„დღეს მკითხეს ჟურნალისტებმა, რა აკლია ჩვენ ქვეყანას, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, ბუნებივია, არის შორს იმ სტანდარტებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება. ოპოზიცია გაძლიერდება, გაჯანსაღდება, როგორც კი კიმინალები წალვენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენ ვართ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში, არ შეიძლება დიდხანს იყვნენ კრიმინალები პოლიტიკაში. როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან დღეს ნახსენები სააკაშვილი გვარამია და სხვები, მაშინვე ჩვენ გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა, ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ ტრაიდიცულად, ისტორიულად ვართ შინაარსით ევროული ქვეყანა და ჩვენთვის შინაარსობრივად და ორგანულად მიუღებელია ის, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვები დღეს არიან ქართული პოლიტიკის ნაწილი, ეს არის სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა