კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს მართავენ

ნახვები: 468 ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს მართავენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს მართავენ. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები უკრაინაში შექმნილ ვითარებას და რუსული აგრესიის პირობებში ბლოკის დახმარების გზებს განიხილავენ.

ლიდერები შეაფასებენ ევროკომისიის უახლეს წინადადებას უკრაინისთვის დამატებითი 9 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. სამიტზე უთანხმოების საკითხია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის პრეზიდენტ, შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილში უარი თქვა ნავთობის ემბარგოს განხილვაზე. ორბანის თქმით, უნგრეთს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს ბლოკის სანქციების პაკეტს, თუ არ ექნება მეტი დეტალი მისი ქვეყნისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ, რათა შეცვალოს რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება.

ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ თავდაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა