კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა-ანჯეი დუდა

ნახვები: 563 პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა-ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად პოლონელი ხალხი მზადაა, საკუთარი კეთილდღეობა შესწიროს.

დუდას განმარტებით, შესაბამისად, ქვეყნის მთავრობა შემდეგი წლისთვის თავდაცვის ხარჯების 3 პროცენტით გაზრდას გეგმავს.

ტელეკომპანია „სიენენის“ ჟურნალისტმა გაიხსენა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ რუსეთისთვის პირველი ნაბიჯი საქართველოა, მეორე უკრაინა და მესამე – პოლონეთი.

ჟურნალისტი დაინტერესდა, გრძნობენ თუ არა პოლონელები რუსეთისგან რეალურ საფრთხეს, რაზეც ანჯეი დუდამ უპასუხა: „დიახ, პოლონელ ხალხს ეშინია რუსეთის, ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება. მათ არ სურთ რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ დღეს პოლონელები მზად არიან, საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ, რათა გააძლიერონ ჩვენი შეიარაღებული ძალები. მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც სამხედრო ხარჯებს ზრდის არა მხოლოდ მშპ-ს 2 პროცენტამდე, რა სტანდარტსაც ნატო აწესებს, არამედ 3 პროცენტამდე მომდევნო წლისთვის. ვგეგმავთ, რომ შემდეგ წლებში ამ ზღვარსაც გავცდეთ. გვსურს, ჩვენი არმია 250 000 პროფესიონალ სამხედრომდე გავზარდოთ და ტერიტორიული თავდაცვის ძალები 50 000 ჯარისკაცამდე. სხვა სიტყვებით 50 000 მოხალისეებამდე გავზარდოთ. ასევე, გვსურს, გავაძლიეროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა