კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხელისუფლება პანიკაშია, თავდაუზოგავი მუშაობის ნაცვლად, აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ-დავით უსუფაშვილი

ნახვები: 413 ხელისუფლება პანიკაშია, თავდაუზოგავი მუშაობის ნაცვლად, აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ-დავით უსუფაშვილი

ხელისუფლება პანიკაშია, ნაცვლად იმისა, რომ თავდაუზოგავად მუშაობდნენ ყველასთან ერთად, რომ მივიღოთ ის სტატუსი, რაც გვეკუთვნის, აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება მას შემდეგ, თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს.

უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა აჩვენოს, რომ ერთად დგას.

„მათ უკვე დაასკვნეს, იმდენად დააზარალეს ქვეყანა, პრობლემები შეუქმნეს და სრულიად დამსახურებული სტატუსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისა აღარ გვეძლევა. ახლა ერთადერთ რამეს ცდილობენ, რომ გამოძვრნენ ვითარებიდან და ვიღაცებს რაღაცები დააბრალონ? ეს არის პანიკა ყველაფერთან ერთად. მივმართავ მათ, პანიკაში კი ნუ ჩავარდებით, ყველამ ერთად, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ჩავიდეთ ყველა დედაქალაქში, მათაც ვანახოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ. შარლ მიშელის შეთანხმება დავიჭიროთ ხელში, ევროკავშირის ფასილიტაციით შექმნილი საგზაო რუკა ევროპისკენ, რომელიც გადააგდეს და მანამდე დააზარალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ძალიან გვიან შემოუერთდა. ეს ნაბიჯებია ახლა გადასადგმელი და არა ის, რომ გავიშვიროთ ხელი იქით, რა იქნება როცა არ მოგვცემენ სტატუსს, ეს არის პანიკის შედეგი. კობახიძის განცხადებას არის სუპერ სახიფათო. როდესაც საკუთარ უუნარობას უკვე ახლა ევროპელების უმადურობით ხსნის ჰიპოტეტურ შემთხვევაში. ის, რაც თვითონ ვერ გააკეთა, ამაშიც კი დაზღვევას აკეთებენ. მიდიან იმაზე, რომ გააღვივონ საზოგადოებაში ანტიევროპული განწყობები, თითქოს მთავრობა ისჯება, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს იცავდა. ისინი კიდევ რაღაც სხვას გვთხოვენ და ასე შემდეგ. ამაზე ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ძნელი წარმოსადგენია. რაღაც მოსალოდნელ დიდ მთავრობის მარცხს პროგნოზირებენ და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. არ მგონია, რომ ეს იყოს ქვეყნისთვის სამსახური. ეს არის საკუთარი ინტერესებისთვის სამსახური, ქვეყნისთვის სამსახურია დარჩენილ დროში ერთად მუშაობა იმისთვის, რომ დამსახურებული სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა