სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება - თამარ გაბუნია

ნახვები: 359 პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება - თამარ გაბუნია

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"გარკვეულწილად კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში არ არის ნახტომისებური მატება და საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო. გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალებაა, რაც ასევე ეფექტია 2 კვირის წინ შემთხვევების მატების.

რაც შეეხება საწოლ ფონდს, მთელს საქართველოში მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც შეეხება თბილისს, თბილისში გვაქვს 2823 საწოლი, რაც თითქმის ნახევარი მობილიზებული საწოლების. დღევანდელი მდგომარეობით, სულ კლინიკებში რჩება 4296 პაციენტი, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში - 890 და რეანიმაციაში 201 პაციენტია. ასევე მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და ონლაინ კლინიკები. ნიღბის ტარების მაჩვენებელი კი 75%-მდეა", - განაცხადა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა