Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხეს

ნახვები: 395 „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხეს

მიუხედავად იმისა, სად ვიმყოფები და რა ფიზიკურ ტკივილს განვიცდი, ვგრძნობ „ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახის ძალას, ჩემი პოლიტიკური ოჯახის. ყოველთვის, ყველაზე ბნელ დროებაში, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ლიდერები აჩვენებენ გზას ნათელი მომავლისკენ, დღეს ეს პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა EPP-ის კონგრესზე წაიკითხა.

სააკაშვილი მიმართვაში აღნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა და არ უნდა შეეშინდეთ, არამედ იბრძოლონ გაერთინებულებმა.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები და რა ფიზიკურ ტკივილს განვიცდი, მე ვგრძნობ „ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახის ძალას. ჩემი პოლიტიკური ოჯახის. ყოველთვის, ყველაზე ბნელ დროებაში, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ლიდერები აჩვენებენ გზას ნათელი მომავლისკენ. დღეს ეს პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. უკრაინას სჭირდებით. საქართველოს სჭირდებით. ევროპა თქვენ გარეშე არაფერია. მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც პუტინი და ივანიშვილი განასახიერებენ, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ევროპული საზოგადოების საფუძველს – თავისუფლებას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. არ შეგვეშინდეს, ვიბრძოლოთ ერთად, გაერთიანებულებმა. ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენი კოლექტიური უარის თქმის ფასი მკვეთრად ძვირია.

გული მწყდება ათასობით ურკაინელზე, ჩემს მეგობრებზე, რომლებიც იარაღით სწირავენ სიცოცხლეს ევროპული ოცნების სახელით. თუ უკრაინა დაეცემა, მას ბევრი სხვა მიჰყვება, დაწყებული ჩემი საყვარელი საქართველოდან. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მოხდეს. ვეძებ ძალას, გადავლახო ჩემი ტანჯვის დღეები, ვფიქრობ ჩემი ძვირფასი მეგობრის ვილფრიდ მარტენსის მემკვიდრეობაზე, რომელმაც „ევროპის სახალხო პარტიაში“ მიმიღო, მაშინ, როდესაც რუსები უკვე ემუქრებოდნენ საქართველოს. ყველას ახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი. სანამ ჩემი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს, არ დავნებდები, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საბოლოო ფასის გადახდას ნიშნავს. როგორც ჟან მონემ თქვა, „მე არ ვარ ოპტიმისტი, არ ვარ პესიმისტი, მე გადაწყვეტილი ვარ“. თავისუფლება გაიმარჯვებს და დიდ ახალ ეპოქას გაუხსნის გზას“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე, დარბაზში იდგა ცარიელი სკამი, სადაც ეწერა მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა