საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამუშავებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი და დაიწყება მუშაობა მეშვიდე პაკეტზე

ნახვები: 469 ვოლოდიმირ ზელენსკი - ამუშავებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი და დაიწყება მუშაობა მეშვიდე პაკეტზე

როგორც კი ამუშავებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, დაიწყება მუშაობა მეშვიდე პაკეტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ვიმუშავებთ. როგორც კი სანქციების მეექვსე პაკეტი ამუშავებდა, დავიწყებთ მუშაობას მეშვიდე პაკეტზე. საბოლოოდ, არ უნდა არსებობდეს არანაირი ეკონომიკური ურთიერთობა თავისუფალ სამყაროსა და ტერორისტ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, შეაფასონ ომის მთელ ფრონტზე არსებული სიტუაცია და არა მხოლოდ იქაური ვითარება, სადაც ყველაზე მეტი სირთულეა.

„მინდა, მივმართო მათ, ვინც მიუთითებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, როგორ არის საჭირო შეტევა და როგორ უნდა განდევნონ მტერი. უკრაინა ყველა აზრს სცემს პატივს. მაგრამ უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, პატივს სცემს თითოეული ადამიანის სიცოცხლეს და ეს აქსიომაა. უკრაინა არასდროს მოიქცევა ისე, როგორც რუსეთი იქცევა, როგორც ის ტოვებს ხალხს ბრძოლის ჯოჯოხეთში, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს რაღაც ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურდა გარკვეულ თარიღამდე. ჩვენი სამხედროები, დაზვერვა, ეროვნული გვარდია და ყველა ის უწყება, რომელიც სახელმწიფოს დაცვაშია ჩართული, თანდათან ანგრევს მტრის ყველა გეგმას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა