ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატო უსაფრთხოების სტრუქტურაა და არა ტერორისტების მხარდამჭერი პლატფორმა

ნახვები: 469 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატო უსაფრთხოების სტრუქტურაა და არა ტერორისტების მხარდამჭერი პლატფორმა

ნატო უსაფრთხოების სტრუქტურაა და არა ტერორისტების მხარდამჭერი პლატფორმა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში, ქვეყნის მმართველი პარტიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა მოელის, რომ ჰელსინკი და სტოკჰოლმი რეალურ ნაბიჯებს გადადგამენ ტერორიზმთან საბრძოლველად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლას მხოლოდ ამ სკანდინავიური ქვეყნების მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის გამო ეწინააღმდეგება.

„როგორ შეგვიძლია, მოვიწონოთ ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების განაცხადი? ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ წინააღმდეგი ვართ ამ ორი ქვეყნის ნატო-ში შესვლის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტებისა და ამ სისხლიან ორგანიზაციასთან დაკავშირებული სტრუქტურების მხარდაჭერის გამო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნატო-ში ტერორიზმის მხარდაჭერის ადგილი არ არის“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მხრიდან მხოლოდ განცხადებების გაკეთება, თურქეთის ანტიტერორისტული კურსის მხარდასაჭერად საკმარისი არ არის და საჭიროა რეალური მოქმედება. თურქეთის ლიდერის თქმით, ანკარას დღემდე არ მიუღია ფინეთიდან და შვედეთიდან რაიმე კონკრეტული წერილობითი დოკუმენტი ტერორიზმის მხარდაჭერაზე უარის თქმის შესახებ.

„ქვეყნები, რომლებმაც უარი თქვეს თურქეთისთვის იარაღის მიყიდვაზე, უსასყიდლოდ ამარაგებენ ტერორისტებს. ეს პრაქტიკა არ შეესაბამება კანონის უზენაესობის მხარდამჭერ სახელმწიფოს. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოების მეთოდები“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა ყურადღებით აკვირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რათა ხელი შეუშალოს თურქეთის ეროვნული ინტერესების ხელყოფის მცდელობებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა