კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა

ნახვები: 570 ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.

„ვაცხადებ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ახალ პაკეტს უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და კრიტიკული დახმარების უზრუნველსაყოფად. დამატებითი დაფინანსების წყალობით უკრაინისთვის, რომელიც აშშ-ს კონგრესში ხმათა უმრავლესობით, ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა. შეერთებული შტატები შეძლებს, უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ახალი პაკეტი შეაიარაღებს უკრაინას ახალი შესაძლებლობებით და მოწინავე შეიარაღებით. მათ შორის „ჰაიმარის“ სისტემის საბრძოლო მასალებით, რომლითაც ქვეყანა დაიცავს თავს რუსეთის წინსვლისგან.

ეს აშშ-ის მიერ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში 11-ე პაკეტია. პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სადაზვერვო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინს, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა