კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“ არის ის, რომ არ დავუთმეთ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 569 ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“ არის ის, რომ არ დავუთმეთ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება-ირაკლი კობახიძე

ფაქტები გავიხსენოთ, რა მოხდა, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში – ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“ არის ის, რომ არ დავუთმეთ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება, სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის, ერთი რომ, არ გადავაბარეთ ხელისუფლება და მეორე, სასამართლო არ მივეცით – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორი მიმართულებით იყო ზეწოლა, მათ მიზანს კი სასამართლოს ხელისუფლებაში შეღწევა წარმოადგენდა.

„ორი მიმართულებით იყო ზეწოლა და ეს საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს. ერთი, რომ გადაგვებარებინა „ნაცმოძრაობისთვის“ პარლამენტი, ანუ რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული და მეორე, პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისთვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა