კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გვესმის უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, დაუფიქრებელი თუ არასაჭიროა-ზურაბიშვილი

ნახვები: 490 გვესმის უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, დაუფიქრებელი თუ არასაჭიროა-ზურაბიშვილი

ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკით, გვესმის უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, დაუფიქრებელი თუ არასაჭიროა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპარლამეტარებსა და ზოგადად ევროპაზე გაუგებარი განცხადებები კეთდება.

„ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული. უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან, გვესმის ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, დაუფიქრებელი თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს. ყველა ელოდება მომავალ კვირას როგორი იქნება პირველი შეფასება კომისიის მხრიდან. ივნისის ბოლოს უკვე იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ამ დროს კი, ჩვენ ევროპარლამენტარებსა და ევროპაზე ვაკეთებთ გაუგებარ განცხადებებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუშაობა პარტნიორებზე და არა მათი გალანძღვა.

„ჩვენ თუ გვინდა არ იყოს ასეთი კრიტიკული განწყობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საჭირო არის მეტი მუშაობა ევროპარლამენტარებთან, ბრიუსელში, პიარზე, რომ ვაჩვენოთ, რა არის რეალურად საქართველოს დღევანდელი სახე, რაც გვინდა, რომ გავიტანოთ. ჩვენ იმათ კი არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, უნდა ვფიქრობდეთ, როგორ ან რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა არ დავიმსახუროთ რაღაც კრიტიკა, ან თუ ვთვლით, რომ არ არის დამსახურებული, ჩვენ ვერ ავხსენით, ან არ ავხსენით, არ იყო მიტანილი სწორ ადრესატებამდე ის რეალობა, რომელიც გვინდა, რომ წარვადგინოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო პოლიტიკურად დროული.

„მიმაჩნია, რომ პოლიტიკურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, იყო სხვადასხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა