კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი დაიბარეს

ნახვები: 514 თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი დაიბარეს.

როგორც სააგენტო თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ელჩი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს ათენში თურქეთის საელჩოსთან დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მისცა.

„ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ რაც ანკარამ საბერძნეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, საბერძნეთმა და თურქეთმა სადავო საკითხების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გასულ წელს განაახლეს.

თურქეთსა და საბერძნეთს რამდენიმე საკითხზე აქვთ უთანხმოება, მათ შორის საზღვაო საზღვრების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფის ფარგლები და კვიპროსის საკითხი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა