კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა-ლიზ ტრასი

ნახვები: 522 პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა-ლიზ ტრასი

პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა უკრაინაში რუსეთის ომის მე-100 დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო ინტერვენცია მსოფლიოში მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

„ამ ომს აქვს უზარმაზარი შედეგები გლობალური მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ტრასმა.

როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ძალიან შეცდა.

„ის ელოდებოდა, რომ ინტერვენცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა უკრაინელების სიმამაცის სიმტკიცე, რომლებიც თავდაჯერებულად იცავენ თავიანთ ქვეყანას.დღეს არის მომენტი, რომ პატივი მივაგოთ ინტერვენციის დაწყების დღიდან მოკლული ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს და დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვისადმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი წარმატება და პუტინის მარცხი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა