კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნატო-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება იწყება, რომელშიც შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ

ნახვები: 346 ნატო-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება იწყება, რომელშიც შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ

დღეს ბალტიის ზღვაში ნატო-ს ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო სწავლება Baltops-22 იწყება, რომელშიც ალიანსის 14 წევრთან ერთად შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ.

როგორც ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო სწავლება 17 ივნისამდე გაგრძელდება და მასში შვიდი ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას. მანევრებში ჩართულია 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი.

ბალტიის ზღვაში ნატო-ს სწავლება 1972 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები ეძღვნება შვედეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაარსების 500 წლისთავს.

როგორც წვრთნების დაწყებამდე სტოკჰოლმში მყოფმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში რუსეთს ბალტიის ზღვაში რთულ სამხედრო მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ბალტიის ზღვა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო გასასვლელი. როგორც მითხრეს, ბალტიის ზღვაში ყოველდღიურად 1 500-დან ორი ათასამდე კომერციული გემი გადაადგილდება. ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან და ისინი უზარმაზარ პოტენციალს მოიტანენ, თუ საბოლოოდ ნატო-ში გაწევრიანდებიან. ასე რომ ეს არის ურთიერთთავსებადობის მასშტაბური წვრთნები. ეს ასევე აჩვენებს ერთგულებას საერთო საქმისადმი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი და იმ იდეისადმი, რომ დიდ ქვეყნებს არ შეუძლიათ პატარა ქვეყნებში შეჭრა შედეგების გარეშე“, – განაცხადა მარკ მილიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა