Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

„მქონდა კონტაქტი ნიკა მელიასთან,“ - სამნიძე ენმ-ს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

ნახვები: 392 „მქონდა კონტაქტი ნიკა მელიასთან,“ - სამნიძე ენმ-ს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

„კამპანიაში ერთიანები და კოორდინირებულები უნდა ვიყოთ, აქ ნიკა მელიას როლსაც ვხედავ," - განაცხადა დღეს, 12 მაისს, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზციიის მობილიზაცია უნა იქნას მიმართული, იმაზე რომ „ქართულმა ოცნებამ" თვითმართველობის არჩევნებში 43% არ მიიღოს.

„მე უკვე მქონდა კონტაქტი ნიკა მელიასთან. ვფიქრობ, მალე იქნება შესაძლებლობა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ოპოზიციურმა სპექტრმა, როგორ ვხედავთ თვითმმართველობის არჩევნებს. მე პირადად, არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს, ან ერთიანი სია. ახლა ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი კამპანია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩანაწერს შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ „ქართულმა ოცნებამ" არ უნდა მიიღოს 43%, თუ გვინდა, რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. ამ კამპანიაში ერთიანები და კოორდინირებულები უნდა ვიყოთ, აქ ნიკა მელიას როლსაც ვხედავ. მას შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით ამ კამპანიის წარმოება, რომ პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ" არ მიიღოს 43%. საქართველის მოქალაქეებმა ხმა უნდა მისცენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნებისმიერი არჩევანი გააკეთონ, ოღონდ არა „ქართული ოცნება",-განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნძენ, „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ და საპარლემნტო მუშაობა დაიწყონ.

"მე კოლეგებს მოვუწოდებ, რომ შემოუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას. ვიცი, მათთან პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის. ამისთვის აუცილებელია, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, იყოს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა", - განაცხადა სამნიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა