პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე-ჯოზეფ ბორელი

ნახვები: 454 რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე-ჯოზეფ ბორელი

რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ბლოკირებული აქვს უკრაინის პორტები, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ევროპელი დიპლომატი დეზინფორმაციას უწოდებს რუსეთის განცხადებებს, რომ გლობალურ სასურსათო კრიზისს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები იწვევს. ბორელის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მის ტრანსპორტირებას.

„აგრესიის ომები დაუშვებელია. ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის შესაძლებლობის წინააღმდეგ, აწარმოოს ომი. ისინი არ არის მიმართული ხორბლის წინააღმდეგ. სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მათი ტრანსპორტირება ცალსახად გამონაკლისია. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების მიმდინარე ბლოკადა შეუძლებელს ხდის მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, უკრაინაში ჩარჩენილი ტონობით მარცვლეულის ექსპორტს, მათ შორის სიმინდისა და ხორბლის. რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის ნებისმიერ დეფიციტზე და თავისი აგრესიის დასრულების სანაცვლოდ, აქტიურად ცდილობს, პასუხისმგებლობა საერთაშორისო სანქციებზე გადაიტანოს. ეს არის დეზინფორმაცია“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი გააგრძელებს სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ომის შედეგებთან გასამკლავებლად.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში შედის. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა