Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვოლოდიმირ ზელენსკი - სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია

ნახვები: 530 ვოლოდიმირ ზელენსკი - სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია

სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კიევის ზურგს უკან არ უნდა იმართებოდეს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მთავრობის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ცალკეული დასავლელი ლიდერი კულისებს მიღმა მოლაპარაკებების გამართვის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. არ შეიძლება მოლაპარაკებები უკრაინის ზურგს მიღმა. როგორ შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, უკრაინის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაოცარია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს მეტის გაკეთება შეუძლიათ, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მათ შეუძლიათ, უზრუნველყონ უკრაინა საჭირო იარაღით და მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესონ, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგო.

„ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ ამავდროულად ამოწმებენ, რა შეიძლება გაკეთდეს, სანქციების შესამსუბუქებლად, რათა ბიზნესი არ დაზარალდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა