კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კანდიდატობა ნიშნავს, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 509 კანდიდატობა ნიშნავს, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის-მიხეილ სარჯველაძე

ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფო ევროკავშირის სტატუსს უდავოდ იმსახურებს, თუმცა თუ საქმე მიდგება, ვის მეტად და ვის ნაკლებად ეკუთვნოდეს, საქართველო არავისზე ნაკლებად არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, კანდიდატობა პირობებს მოიცავს და ამაში არაფერი უცნაური არ არის. როგორც სარჯველაძე ამბობს, ამ შემთხვევაში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

„პირობებზე როცა ვსაუბრობთ, ზოგადად, კანდიდატობა პირობებს ყველა შემთხვევაში მოიცავს და ამაში არაფერი უცნაური არ არის. კანდიდატობა იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს კონკრეტული შეთანხმებული დღის წესრიგი ექნება, რომლის განხორციელებითაც შესაძლებელი იქნება წევრობა. ალბათ ეს ის სფეროა, სადაც შეფასებებში ზუსტები უნდა ვიყოთ. სტანდარტული გეგმების მიხედვით, საქართველო მიმართვას 2024 წელს აპირებდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა პროცესები დააჩქარა. გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, რომ კანდიდატობასთან დაკავშირებით ვადაზე ადრე მოგვეთხოვა. ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფო ევროკავშირის სტატუსს უდავოდ იმსახურებს, თუმცა თუ საქმე იმაზე მიდგება, ვის მეტად და ვის ნაკლებად ეკუთვნოდეს გატარებული რეფორმების მიხედვით, საქართველო არავისზე ნაკლებად არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეფორმების 70 პროცენტი უნდა განგვეხორცილებინა და არა 45 პროცენტი, მაგრამ ახლა, როცა ეს მოცემულობა არაა და ნაჩქარევი მიმართვაა, მნიშვნელოვანია, ეს როგორ იქნება კალაპოტში ჩაყენებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა