სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

სალომე ზურაბიშვილი იტალიის სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა

ნახვები: 596 სალომე ზურაბიშვილი იტალიის სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა

იტალიის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, რობერტო ფიკოსთან შეხვედრებზე, რომლებიც რომში, პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა.

იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრის, პარლამენტარ ბექა ოდიშარიას განცხადებით, იტალიაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მოსახლეობის 80%-ის და საქართველოს ხელისუფლების მყარი გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში.

„საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა კოლეგებს, რომ საქართველოს ხმა გაიგოს ევროპარლამენტმა და ევროპულმა ოჯახმა, რათა საქართველოსთვის დღეს სტატუსის მინიჭება რუსეთის აგრესიაზე ყველაზე მშვიდობიანი, თუმცა მკაფიო პასუხი იქნებოდა, რადგან რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, უკან დაახევინოს ევროპას და მით უმეტეს, კანდიდატ ქვეყნებს თავის გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რობერტო ფიკომ, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დროა საქართველოსა და იტალიის პარლამენტებს შორის ურთიერთობების ხარისხი სრულიად ახალ დონეზე ავიდეს და ამისათვის იგი ინიციატივით გამოვიდა, რომ ხელი მოეწეროს ღრმა პროტოკოლს, რაც ორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა