თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - სევეროდონეცკი დონბასში წინააღმდეგობის ეპიცენტრად რჩება

ნახვები: 487 ვოლოდიმირ ზელენსკი - სევეროდონეცკი დონბასში წინააღმდეგობის ეპიცენტრად რჩება

სევეროდონეცკი დონბასში წინააღმდეგობის ეპიცენტრად რჩება, ზუსტად იქ წყდება ახლა ჩვენი დონბასის ბედი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები იცავენ საკუთარ პოზიციებს. ქვეყნის პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვინც დონბასში იბრძვის.

„სევეროდონეცკი დონბასში წინააღმდეგობის ეპიცენტრად რჩება. ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს ვაყენებთ. ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა. ერთ-ერთი ყველაზე რთული მთელი ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ თითოეულის, ვინც იბრძვის ამ მიმართულებით. მრავალმხრივ, ზუსტად იქ წყდება ახლა ჩვენი დონბასის ბედი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთმა დონეცკი „ქალაქ მოჩვენებად“ აქცია და იქ ნორმალური ცხოვრება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ზელენსკის თქმით, 10 წლის წინ დონეცკი განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა შემდეგ რუსეთი მოვიდა.

„10 წლის წინ ჩვენი დონეცკი ძლიერი და განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა შემდეგ რუსეთი მოვიდა და ახლა ეს ქალაქი-მოჩვენებაა, რომელმაც დაკარგა უმეტესობა ადამიანების, ათასობით სიცოცხლე და აბსოლუტურად ყველა პერსპექტივა. მხოლოდ 10 წელი გავიდა და ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს სხვა სამყაროში იყო. ზუსტად დღეს, აგრესორებმა გაავრცელეს სიახლე, თითქოს ისინი ემზადებიან საფეხბურთო კლუბების გასაერთიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთი ფსევდოჩემპიონატის ქვეშ – დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და საქართველოს ტერიტორიის ნაწილიდანაც კი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ტურნეში გამგზავრების გადაწყვეტილებისთვის.

„მადლიერი ვარ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასი და უკრაინელების ყველა მეგობრის, იმისთვის, რომ ის გაემგზავრა საგანგებოდ ევროპის ქვეყნებში უკრაინის ევროპული პერსპექტივების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა