თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პოლონეთის პრეზიდენტი- გერმანელი ბიზნესმენების ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, პოლონეთში

ნახვები: 432 პოლონეთის პრეზიდენტი- გერმანელი ბიზნესმენების ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, პოლონეთში

გერმანელი ბიზნესმენების ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანული ბიზნესის ნაწილს რუსეთთან საქმიანობის გაგრძელება მაინც სურს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„დიდი ბოდიშის მოხდით, შესაძლოა, გერმანიაში ზოგიერთ ადამიანს ეწყინოს, მაგრამ გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება პოლონეთში. ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ბიზნესის გაგრძელება და ფულის გამომუშავება სურთ. ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ იაფი ბუნებრივი აირის ყიდვა და ნავთობის იმპორტი. შესაძლოა, გერმანიის ეკონომიკას არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია, ისევ იზეიმოს გამარჯვება ბერლინში და მოახდინოს გერმანიის ოკუპაცია. ჩვენ, პოლონეთში ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ, ჩვეულ რეჟიმში რუსეთთან საქმიანობას ვერ გავაგრძელებთ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს და ევროპას, რომ რუსეთთან ბიზნესის წარმოება ჩვეულ რეჟიმში არ შეიძლება“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პოლონეთმა უნდა შექმნას ისეთი სამხედრო ძალა, რომელიც რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში თავდაცვას შეძლებს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის რუსეთის შესაძლო შეჭრა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამხედრო ძალა პოლონეთში, რომ შეგვეძლოს თავდაცვა თავდასხმის შემთხვევაში. ჩვენ ყველამ უნდა შევქმნათ კავშირები“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა 8 ივნისს დაიწყო ვიზიტების სერია სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, რათა დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატს სტატუსი მიანიჭონ. ამის შემდეგ, დუდა გაემგზავრება რუმინეთში, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი გაიმართება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა