ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 569 არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა-არჩილ თალაკვაძე

სიმართლე ჩვენს მხარესაა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა, შესაბამისად, ამაზე რეზოლუციის აგება და ტოლობის ნიშნების დასმა აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება და ეს არის რეალობისგან შორს მყოფი განცხადება.

„სიმართლე საქართველოს მხარესა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია. წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო წლების განმავლობაში, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, დაცული გვაქვს ადამიანის უფლებები დიამეტრალურად უკეთ, ვიდრე ეს იყო წარსულში, ასევე ბიზნესის დაცული გვაქვს, მედია არის პლურალისტური. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ გვარამია არ არის თავისუფალი მედია და სააკაშვილი არ არის დემოკრატიის სიმბოლო ქვეყანაში. კრიტიკა შეიძლება იყოს, მშვიდად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ველოდებით ევროკავშირის მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა