რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ელისაშვილი:ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი ძალიან ურტყამს

ნახვები: 343 ელისაშვილი:ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი ძალიან ურტყამს

ძვირფასო „ქართულო ოცნებავ", თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი ძალიან ურტყამს, - ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.

მან ხელისუფლებას მოუწოდა, გარკვეული ნაბიჯები გადადგან საწვავზე ფასების დაწევის მიმართულებით.

„ვიდრე ნახევარ წელზე მეტია მიდის იწილო-ბიწილო ვინ სად შემოვა, ვინ საიდან გამოვა, ამასობაში ვხედავთ, რომ კიდევ უფრო გაღარიბდა ჩვენი ისედაც ღარიბი ქვეყანა და ფასები მიფრინავს, აი, პირდაპირ კოსმოსში მიფრინავს. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია საწვავის ფასები. ალბათ, ყველა ვხედავთ, რომ 3 ლარს გადასცდა უკვე ლიტრი ბენზინის ფასი. ხოდა ძვირფასო „ქართულო ოცნებავ", მთავრობავ, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი ძალიან ურტყამს და იქნებ კეთილი ინებოთ და ან აქციზის გადასახადი დაწიოთ, ან ცოტა დააწევინოთ მადა ნავთობის იმპორტიორებს. გასაგებია, ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ ასტრონომიული მოგებიდან, იქნებ ცოტა ქვემოთ ჩამოვიდნენ და ოდნავ მათაც შემოიჭირონ ქამარი წელზე იმიტომ, რომ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები ქამარს წელზე უკვე ისე ვიჭერთ, რომ ლამის გაწყდეს ხალხი წელში. ამდენად, ამ მიმართულებით ნაბიჯები დაუყოვნებლივ არის გადასადგმელი", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა