თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - ივნისში რუსეთმა შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იან ნიშნული გადაკვეთოს

ნახვები: 557 ვოლოდიმირ ზელენსკი - ივნისში რუსეთმა შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იან ნიშნული გადაკვეთოს

ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა, ისინი ზეწოლას ახდენენ სევეროდონეცკში, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება ფაქტობრივად ყოველი მეტრისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ასევე მიმდინარეობს ლისიჩანსკისბახმუტისა და სლავიანსკის მიმართულებებზეც.

ზელენსკის განცხადებით, რუსი გენერლები თავის ხალხს საზარბაზნე ხორცად უყურებენ, რის გამოც მიმდინარე თვეში რუსეთს ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები ექნება.

ტერნოპოლის რეგიონში სარაკეტო დარტყმის შემდეგ ათი ადამიანი კვლავ საავადმყოფოებშია. ამ დარტყმას არ ჰქონდა ტაქტიკური ან სტრატეგიული აზრი, როგორც სხვა რუსული დარტყმების აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს არის ტერორი, უბრალოდ ტერორი. დაშავებულებს შორის არის 12 წლის გოგონა ხარკოვიდან. ის წავიდა ტერნოპოლში რუსული არმიისგან თავის დასაღწევად. ასეთი ფაქტები განსაზღვრავს რუსეთის აღქმას მსოფლიოში: არა პეტრე პირველი ან ლევ ტოლსტოი, არამედ რუსული დარტყმით დაჭრილი და დაღუპული ბავშვები. ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით მარტივ რამეს: უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ასეთი სისტემების მიწოდება წელს, გასულ წელს და უფრო ადრეც იყო შესაძლებელი. მივიღეთ ისინი? არა. გვჭირდება ისინი? დიახ. ამ კითხვაზე უკვე გაცემულია 2 606 დადებითი პასუხი რუსული ფრთოსანი რაკეტების სახით, რომლებიც დაეცა უკრაინის ქალაქებში. ეს არის ტრაგედიები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინის მოსმენის შემთხვევაში. რუსული არმია დონბასში სარეზერვო ძალების განთავსებას ცდილობს. მაგრამ რა რეზერვები შეიძლება, ჰქონდეთ ახლა? როგორც ჩანს, ისინი შეეცდებიან ბრძოლაში გადაისროლონ ცუდად გაწვრთნილი წვევამდელები და ფარული მობილიზებით შეკრებილები. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: ივნისში რუსეთმა შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იან ნიშნული გადაკვეთოს. მრავალი ათწლეულის განმავლობაში არც ერთ სხვა ომში მათ ამდენი არ დაუკარგავთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა