კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას-

ნახვები: 519 ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას-

ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები, თუ საქართველოს სურს, განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა, – ამის შესახებ ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარემ, მასუდ გარახანმა ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, პატივია, რომ სკანდინავიურ ტურნეს საქართველოს დელეგაცია ნორვეგიით იწყებს.

ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარის, მასუდ გარახანის განცხადებით, ნორვეგიასა და საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, ევროპაში ახლა მძიმე დროა რუსეთის აგრესიის გამო. მე და თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდით უკრაინაში და ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ ასევე ვიხილეთ ირპენსა და ბუჩაში, რა შეუძლია რუსულ აგრესიას. საქართველოსაც გამოცდილი აქვს რუსული აგრესია. ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები, თუ საქართველოს სურს, განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ლიდერი იყო დემოკრატიულ რეფორმებში და ეს ძალიან კარგია. ასევე, თავმჯდომარესთან შეხვედრისას​ წამოვწევ გარკვეულ შეშფოთებებს გასული წლების პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ველი ნაყოფიერ დისკუსიებს თქვენთან“, – განაცხადა მასუდ გარახანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა