თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ-სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 431 საქართველოს აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ-სალომე ზურაბიშვილი

მე თუ გამოვედი სიტყვით და გამოვედი აქ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთლად ასეთი ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს იმ შედეგებთან მიმართებით, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები.

„ხვალინდელი რეკომენდაციები ალბათ გვაჩვენებს, რა მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი. ცხადია, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დღეს მე აქ ვარ რიგითი მოქალაქე, არ ვარ საქართველოს პრეზიდენტი. ზოჯერ უნდა ვისწავლოთ, რომ მოქალაქეობრივი ვალი არის თავისუფლად აზრის გამოხატვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: „როგორ შეაფასებდით, რომ რეზოლუციაში აშკარა მოწოდებაა თქვენ მიმართ, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოთ“.

„მე არავინ არ მომიწოდებს რეზოლუციით. პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავინ არ შეიძლება, მოუწოდოს და რაც მეტი მოწოდებაა ან ზეწოლა, რაც ხდება ამ ქვეყანაში, ეს არ უწყობს ხელს, რომ პრეზიდენტმა თავისი დისკრეცია გამოიყენოს ამ ფორმით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე: „პოლიტპატიმრების ნაწილში, შეგეძლოთ თუ არა, რომ ქვეყანაში რეალობა შეგეცვალათ და ეს არ გააკეთეთ“, პრეზიდენტმა განაცხადა: „არა, რადგან გადაწყვეტილებები, რაც იქნება ხვალ მიღებული, მიღებული იქნება იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ ბოლო წელს. გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ვიყავით პეტრაში, ვიყავით ბათუმში, სადაც ჩვენ, მე ჩამოვიყვანე შარლ მიშელი, ზელენსკი, მაია სანდუ და ამ ტრიოს წამყვანი ძალა ვიყავით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა