„არა ღალატს!“ - სისხლიან ბანერებზე გახარიაც გამოჩნდა
„რას იძიებენ“ - ინგა გრიგოლიას პროკურატურაში კითხავენ
სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ფაილში, რომლის სათაურიცაა „ინფორმაცია“ და რომელიც 2014 წლის 25 ივლისით თარიღდება, წერია: „მოპოვებული ინფორმაციით, მწ 25 ივლისს არქიმანდრიტი პიმენი (რომან) ქარდავა, დაუკავშირდა ალექსეი (რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი), რომელმაც მოიკითხა პ.ქარდავას აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, პ.ქარდავას სიტყვებით, ის შეხვდა ვინმე თემურს (სავარაუდოდ, თემურ შერგელია, გალის რაიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბესარიონ აპლიას, შეხვედრა ნორმალურად ჩაიარა, რაც პ.ქარდავას თქმით, ალექსეის დამსახურებაა, პ.ქარდავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩასვლას აპირებს ქ.სოხუმში, სადაც აუცილებლად შეხვდება ალექსეის.“
„რა, რეზინის შვილები მყავს, გგონიათ?!“ - კახა კალაძე
წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა თხევადი ჟანგბადი გადასცა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს
იაგო ხვიჩია - ჩანს, „ქართული ოცნებაში“ ერთმანეთთან უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით
სალომე სამადაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

საერთაშორისო კონსილიუმი - ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი სერვისი

05.17.2021 | 15:56


•სერვისი ავტომატურად შედის ონკოქეარისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში
•საერთაშორისო კონსილიუმის სერვისი ავტორიტეტულ საერთაშორისო კომპანია SWISS RE- სთან თანამშრომლობით დაინერგა.
•დიაგნოზის გადამოწმებისას, დაზღვეული უცხოელი სამედიცინო ექსპერტებისგან მკურნალობის ახალ გეგმას იღებს.
5 მაისი. თბილისი, საქართველო. „ჯიპიაი ჰოლდინგი" დაზღვეულებს საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში დიაგნოზზე დამატებითი ინფორმაციის, ე.წ. მეორე აზრის მიღების შესაძლებლობას აძლევს. საერთაშორისო კონსილიუმი - ეს არის სერვისი რომლის დახმარებითაც პაციენტების სამედიცინო ისტორიას და დიაგნოზს მსოფლიოში წამყვან ისპეციალისტები განიხილავენ. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ დაზღვეულებისთვის ამ სერვისის მიწოდებას პარტნიორ საერთაშორისო კომპანია „მედიგაიდთან" და კლინიკა „კურაციოსთან" ერთად განახორციელებენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ როდესაც საუბარია სერიოზულ სამედიცინო პრობლემაზე, პაციენტებს ხშირად სურთ, მოისმინონ მეორე აზრი სხვა სპეციალისტებისგანაც. საერთაშორისო კონსილიუმი სწორედ ამ მოსმახურებას შეიცავს - მარტივად და ზედმეტი თანხის გადახდის გარეშე ერთი ზარის საშუალებით, „ჯიპიაი"-ს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. დაზღვეული თავად აირჩევს კლინიკას და სამედიცინო მონაცემების გადაგზავნის შემდეგ , მის დიაგნოზს დარგის წამყვანი სპეციალისტები კონსილიუმზე განიხილავენ. დაწრვილებით მიმოხილვას და რჩევებს, თუ რა არის უმჯბესი კონკრეტული დიაგნოზის მკურნალობისას პაციენტები 10 სამუშაო დღეში მიიღებენ.
ბესიკ ფესტვენიძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი : საერთაშორისო კონსილიუმის სერვისი არის სრულიად ახალი მიდგომა და შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის, რომ მისი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო მიდგომა აირჩიოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დაზღვეულებს წვდომა ჰქონდეთ მსოფლიოს წამყვან ექიმებთან და უახლეს სამედიცინო სერვისზე. თუ მცირე ეჭვი მაინც აქვთ, შესაძლებლობა მივცეთ , გადაამოწმონ საქართველოშ დასმული დიაგნოზი და მკურნალობის უფრო თანამედროვე მეთოდებით სარგებლობა შეძლონ. როგორც იცით მესამე წელია კიბოს რისკისგან დაზღვევას ვთავაზობთ ადამიენბს და ამ პრიგრამის ფარგლებში დაზღვეულები ხშირად გვთხოვდნენ მათთვის საზღვარგარეთ კლინიკის შერჩევაში დახმარება გაგვეწია. ჩვენც რა თქმა უნდა ყველა მათგანს ვაკავშირებდით კლინიკებთან, თუმცა როგორც წესი იქ წასვლა და მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული . საერთაშორისო კონსილიუმი კი საუკეთესო საშუალებაა ყველანაირი ხარჯის გარეშე მსოფლიოს მოწინავე ექიმები გაეცნონ შენს დიაგნოზს და გამოგიგზავნონ მკურნალობის გეგმა, თანაც ისე, რომ ქვეყნის დატოვება არ მოგიწევს. ტელემედიცინა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული მეთოდია და სწორედ ამ მეთოდს ვნერგავთ ჩვენთანაც, დაზღვეულები შეძლებენ დისტანციურად გაიარონ ექიმთან კონსულტაცია მსოფლიოს ნებისმიერ წერილში. ვფიქრობ, ყველა ადამიანი იმსახურებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო დონის კლინიკებთან და მისი განკურნებისთვის საუკეთესო გზა აირჩიოს. „
საერთაშორისო კონსილიუმის სერვისით სარგებლობა ჯიპიაის კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევისა და პოლისი „ონკოქეარის" შეძენის დროს შეგიძლიათ. დიაგნოზის გადამოწმების სერვისს პოლისის ღირებულება სრულად ფარავს და დაზღვეულს დამატებითი თანხის გადახდა არ სჭირდება. დიაგნოზის გადასამოწმებლად ჯიპიაის დაზღვეულმა უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და გაესაუბროს მედიგაიდის წარმომადგენელს. სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადებას და თარგმნას კლინიკა „კურაციო" უზრუნველყოფს. შემდეგ შემოთავაზებული კლინიკებიდან იგი თავად არჩევს რომელ სამედიცინო ცენტრში გადამოწმდეს მისი დიაგნოზი. სამედიცინო ისტორიის შევსების შემდეგ არჩეულ კლინიკასთან ყველა საკითხს „მედიგაიდი" მოაგვარებს გადამოწმებულ დიაგნოზს, დასკვნას და მკურნალობის განახლებულ გეგმას პაციენტი 10 სამუშაო დღეში მიიღებს. მკურნალობის პროცესში ჩართული იქნება ადგილობრივი ექიმიც, ახალი მკურნალობის გეგმის გავლა და დაგეგმვა უკვე მასთან ერთად მოხდება.

„მედიგაიდი" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1990 წელს აშშ-ში დაარსდა და 152-ზე მეტ ქვეყანაში აძლევს საშუალებას ადამიანებს სამედიცინო დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმონ. 100-ზე მეტი პარტნიორი კლინიკის დახმარებით „მედიგაიდი" არის ლიდერი კომპანია ბაზარზე, რომელიც პაციენტებს საერთაშორისო კონსილიუმის სერვისს სთავაზობს.
„ონკო ქერაი" კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამაა, რომელსაც ჯიპიაი უკვე მესამე წელია ახორციელებს. კომპანია ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში 20-მდე დაზღვეულს დაეხმარა და კომპენსაციის სახით 1.5მლნ ლარზე მეტი გასცა.