კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს

ნახვები: 727 პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშიევსკა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

როგორც მალგოჟატა გოშიევსკამ „ვივამედის“ კლინიკასთან განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია.

„მორიგ ჯერზე მითხრეს უარი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. ევროპული დემოკრატიის პრინციპებში ის არ არის, რომ დაისაჯოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მე მგონი მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია ქართული სასამართლოს მეირ. არა მარტო პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ, მომდევნო პრეზიდენტიც სრულიად საფუძველს მოკლებული მიზეზების გამო, ჩამოართვეს მას დაცვა და ჩამოართვეს ის შეღავათები, რომლებიც მას კანონით ეკუთვნოდა“, – განაცხადა პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ამასთან, მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოს ევროინტერგაციის გზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები მკაფიოდ გამოხატავენ მზაობას და მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა.

„მე გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია.მე სრულიად მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ქვეყნისა და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ, სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე“, – განაცხადა პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა