კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი - ჩვენი ჯარები უნდა მოემზადონ ევროპაში კვლავ საბრძოლველად

ნახვები: 490 დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი - ჩვენი ჯარები უნდა მოემზადონ ევროპაში კვლავ საბრძოლველად

ჩვენი ჯარები უნდა მოემზადონ ევროპაში კვლავ საბრძოლველად, – „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსმა, პატრიკ სანდერსმა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ახლა არსებობს მწვავე იმპერატივი, რომ შეიქმნას არმია, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და დაამარცხოს რუსეთი ბრძოლაში. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც არმია უნდა მოამზადოს ევროპაში კვლავ საბრძოლველად“, – განაცხადა გენერალმა.

გენერალმა სანდერსმა, გენშტაბის ხელმძღვანელის პოსტზე მარკ კარლეტონ სმიტი შეცვალა გასულ ორშაბათს.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ჩვენს უპირველეს მიზანს, დავიცვათ გაერთიანებული სამეფო, მზად ვიყოთ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ომი ხმელეთზე“, – განაცხადა სანდერსმა.

გასულ დღეს, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი ომისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი გამოფიტვის ტაქტიკაზე გადადის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა