ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

5 წელი გიგა ოთხოზირიას მკვლელობიდან - სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 380 5 წელი გიგა ოთხოზირიას მკვლელობიდან - სუს-ი განცხადებას ავრცელებს

„2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე," - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ: 2016 წლის 19 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩასთან, ე.წ. აფხაზმა მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღით გიგა ოთხოზირია მოკლა. მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა.

ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ოჯახის წევრებმა საჩივრით 2018 წელს მიმართეს. საჩივარში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად სიცოცხლის მოსპობისა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა