კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპამ გვითხრა, ერთპიროვნული მმართველობის მქონე ხალხის ადგილი ევროპაში არ არის-იაგო ხვიჩია

ნახვები: 381 ევროპამ გვითხრა, ერთპიროვნული მმართველობის მქონე ხალხის ადგილი ევროპაში არ არის-იაგო ხვიჩია

ქართული პოლიტიკური სპექტრი დეზორგანიზებულია და ფაქტობრივად კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, თუ როგორ იქნება ქვეყანა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მმართველობაში არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგი ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიციას არანაირი სტრატეგია არ აქვს, ისინი ელოდებიან ხალხის ნებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქციაზე უამრავი ადამიანი მიდის, მათ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ. 

„2014 წელს ბრაზილიის ნაკრებმა 7:1 წააგო გერმანიასთან – საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ იმ ერთი გატანილი გოლით ბრაზილიამ რომ სიამაყით თქვას, ერთი გოლი ხომ გაიტანესო. „ქართული ოცნების“ შეფასებები ამას ნიშნავს. ერთი ფუნდამენტური შენიშვნა მოგვცეს, რაზეც ყველა სხვა შენიშვნა დგას – ეს არის ის, რომ ერთპიროვნულ მმართველობას უნდა მორჩეთო და ერთპიროვნული მმართველობის მქონე ხალხის ადგილი ევროპაში არ არისო. ვალდებული ვართ, ამ მწარე სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და გამოვსწორდეთ. ქართველმა ხალხმა ამ ყველაფერში 30 წელი დავხარჯეთ და 30 წლის შემდეგ ცივი უარი გვითხრეს. ქართული პოლიტიკური სპექტრი დეზორგანიზებულია და ფაქტობრივად კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, თუ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას ქვეყანა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მმართველობაში არ იქნება. გვინდა, რაღაცნაირად ქართული პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრი ამის აუცილებლობაში დავარწმუნო. თუ ეს გამოვიდა, შანსს მხოლოდ შემდეგ ვხედავთ, ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა, ოპოზიციას დავანახოთ, რომ სხვა გზა არ არის. თუ ისინი არ მოიფიქრებენ, როგორი ქვეყანა უნდათ, ყველაფერი უკან წავა და წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან არ შეიძლება, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე წარმატებას იდეის გარეშე მიაღწიო. სამწუხაროდ, ოპოზიციას არანაირი სტრატეგია არ აქვს, ისინი ელოდებიან ხალხის ნებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქციაზე უამრავი ადამიანი მიდის, მათ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ. ოპოზიციის ამ სისუსტეზე დგას „ქართული ოცნება“. ოპოზიციას ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა, რაც ცუდი არ არის, მაგრამ არ წარმოუდგენია ეს ამბავი როგორ ხდება და ამ ძალაუფლებას რაში გამოიყენებს. ესაა მთავარი პრობლემა და ოპოზიცია ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად უნდა ემზადებოდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა