ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ახალ კანონპროექტს არეგისტრირებს

ნახვები: 370 „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ახალ კანონპროექტს არეგისტრირებს

„დაბრუნდეს ძველი ნორმები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", - განაცხადა დღეს, 20 მაისს, „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რომლის თქმითაც, პარტია პარლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს.

მისი თქმით, კოდექსში შეტანილი ცვლილებებით „ოცნებამ" დაადასტურა, რომ აღარ უნდა გამოხატვის თავისუფლება საქართველოში.

„ქართულმა ოცნებამ" მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად, თქვა, რომ მას აღარ უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რითაც გაამკაცრა სანქციები ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანთან და რითაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მთელი დასავლური სამყარო შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონპროექტით, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ კანონზე, მაგრამ ის გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას, მიუხედავად ჩვენი შეხვედრებისა და არ გამოიყენა ის კონსტიტუციით ერთადერთი უფლება, რაც აქვს პრეზიდენტს, რომ ვეტო გამოიყენოს კანონებზე, როდესაც ეს კანონები არის არადემოკრატიული. დღეს ჩვენი გუნდი ვარეგისტრირებთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით, რითაც ძალიან მარტივად ვამბობთ - დაბრუნდეს ძველი ნორმები კვლავ მოქმედებაში. „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო, სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში მოუწევს ჩვენთან შემოვიდეს დებატებში და გასცეს პასუხი რატომ მიიღო არადემოკრატიული კანონი, რატომ უნდა, რომ დააშინოს ყველა ადამიანი, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები, რატომ ამკაცრებს სანქციებს პროტესტში მონაწილე ადამიანებთან მიმართებაში?! ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება ის კაბალური თუ რეპრესიული ნორმები, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ", ამიტომ ჩვენ ვარეგისტრირებთ დღეს ამ კანონს", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებები, რომლითაც პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, შეფასდა, როგორც სამოქალაქო აქტივისტებისათვის დასჯის მცდელობა. ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, საქართველოში აშშ-ის საელჩომ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო" და დასძინა, რომ „ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით". ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტისაგან კანონზე ვეტოს დადება მოითხოვეს, თუმცა, კონსულტაციების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ვეტოზე უარი განაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა