კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ესპანური ექსკლავ მელილიას შტურმის მცდელობისას 18 მიგრანტი დაიღუპა

ნახვები: 651 ესპანური ექსკლავ მელილიას შტურმის მცდელობისას 18 მიგრანტი დაიღუპა

მიგრანტების მიერ ესპანური ექსკლავ მელილიას შტურმის მცდელობისას 18 ადამიანი დაიღუპა.​ „ბიბისის“ ცნობით, 2 000-მდე აფრიკელი მიგრანტი შეეცადა მაროკოსა და ესპანური ექსკლავის, მელილიას საზღვარი გადაეკვეთა. შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა.

ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, მომხდარის შედეგად დაახლოებით 130-მა მიგრანტმა მოახერხა მელილიას ტერიტრიაზე უკანონოდ შესვლა. თვითმხილველების ცნობით, შტურმის მონაწილეები „ორგანიზებულები და აგრესიულები“ იყვნენ.

ესპანეთის მესაზღვრეებთან ერთად მიგრანტების შეჩერებას ცდილობდნენ მაროკოელებიც.

როგორც მაროკოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მიგრანტების ნაწილი ღობიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 140 სამართალდამცველი და 70 მიგრანტია.

სეუტა და მალილია ესპანური ექსკლავებია, რომლებზეც გადის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირსა და აფრიკას შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა