თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - ველოდებით, რომ ნატო-ს სამიტზე აღიარებული იქნება პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით აქვს

ნახვები: 363 ირაკლი ღარიბაშვილი - ველოდებით, რომ ნატო-ს სამიტზე აღიარებული იქნება პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, რომელიც ხვალ მადრიდში გაიმართება, იგი ევროპელ ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით პროგრესი აქვს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ ნატო-ს სამიტზე ეს პროგრესი აღიარებული იქნება.

„ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ნატო-ს სამიტზე, პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე. ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და ასე ვთქვათ, აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში. მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. მიმაჩნია, ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატოს-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გავხსენით ნატოს-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში. ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესი. ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, თუ ქვეყანა გავა სამშვიდობოზე, როგორც იტყვიან“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა