კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„თამარ ჟვანია გაყალბებულ მონაცემებთან არაფერ შუაშია“, - გია ვოლსკი ცესკო-ს თავმჯდომარეს იცავს

ნახვები: 273 „თამარ ჟვანია გაყალბებულ მონაცემებთან არაფერ შუაშია“, - გია ვოლსკი ცესკო-ს თავმჯდომარეს იცავს

„აღმოჩნდა, რომ თამარ ჟვანია აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო იმ გაყალბებულ მონაცემებთან, რაც დაითვალა პარალელურმა არჩევნებმა და რაც გადათვლის შემდეგ ზუსტად დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს," -განაცხადა დღეს, 20 მაისს, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ჟვანიას პროფესიონალიზმსა და ნეიტრალიზმში ევროკავშირსაც კი არ შეუტანია ეჭვი.

„აღმოჩნდა, რომ თამარ ჟვანია აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო იმ გაყალბებულ მონაცემებთან, რაც დაითვალა „პარალელურმა არჩევნებმა" და რაც გადათვლის შემდეგ ზუსტად დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს. ეს ადამიანი არაფერ შუაშია თუნდაც იმ მცირე დარღვევებთან, რომელიც საარჩევნო პროცესს ახასიათებდა. არც მის პროფესიულ დონეში და არც მის ნეიტრალობაში ეჭვი არავის ეპარება და არც ევროკავშირს ჰქონია კითხვები, მით უმეტეს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს ვიცნობთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, თუ კომისია დაადგენს გადახრას თუნდაც 1-პროცენტიანს, არათუ ჟვანიამ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა გადადგომის თაობაზე.

„ეს „ქართულ ოცნებას" კი არ სჭირდება, არამედ, საზოგადოებას სჭირდება კომპეტენტური კომისიის დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითავისოს, რომ სახელმწიფოს ინტერესებია წინ. თუ კომისია დაადგენს გადახრებს 1- პროცენტიანს, არათუ თამარ ჟვანიამ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა გადადგომის თაობაზე. ზღაპარი, რომ ბიულეტენები შეიძლება მოიპარო, ოქმები გადააკეთო და ოპოზიციის 12 ათასი წარმომადგენელი მოისყიდო, არავის აღარ სჯერა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა