თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, თითქოს 30 მაისს ვიმყოფებოდი იტალიაში-ირაკლი ბერაია

ნახვები: 570 სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, თითქოს 30 მაისს ვიმყოფებოდი იტალიაში-ირაკლი ბერაია

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სრული სიცრუეა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 30 მაისს იმყოფებოდა იტალიაში, ქალაქ სტრესაში, ვილა მუჯაში გამართულ წვეულებაზე.

 

როგორც ბერაია სოციალურ ქსელში წერს, მიმდინარე წლის 27 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ვილნიუსში, სადაც მონაწილეობდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში და ორმხრივ შეხვედრებს მართავდა ლიეტუვის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

„მიმდინარე წლის 25 ივნისს, შაბათს, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, თურმე, მიმდინარე წლის 30 მაისს ვიმყოფებოდი იტალიაში, ლაგო მაჯორეს სანაპიროზე, ქალაქ სტრესაში, ვილა მუჯაში გამართულ წვეულებაზე. აღნიშნული არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

 

სინამდვილეში, მიმდინარე წლის 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი ვილნიუსში, სადაც 28-30 მაისს ვმონაწილეობდი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, ხოლო 31 მაისს და 1 ივნისს ორმხრივ შეხვედრებს ვმართავდი ლიეტუვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან… და ვერაინაირად ვერ ვიქნებოდი იტალიაში (სადაც ბოლოს 2017 წელს ვიყავი), როგორც ამას „მთავარი არხი“ იუწყება.

 

ამ ე.წ. მედია ორგანიზაციის სიბინძურე და სიცრუე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იმდენად დეგრადირდნენ, რომ ხარისხიანადაც ვერ იტყუებიან. სხვა არხებზე მაინც გადაერთოთ ან ნიუსები წაეკითხათ იმის გასაგებად, რა დროს სად ვიყავი.. მაგრამ საკუთარ სიბინძურეში და სიცრუეში იხარშებიან და იწამლებიან ეს „მაღალყოვლად ობიექტურები, დამოუკიდებლები და კომპეტენტურები“. საზოგადოებაც უგუნური და მარტივად მოტყუებადი ჰგონიათ. ასეთია ამათი ნამდვილი სახე. ასე იტყუებიან ყოველთვის და ყველაფერში. მერე უკვირთ, რატომ არ ვაკეთებ მათთვის კომენტარს და რატომ არ ვეწერები. არც არასდროს ჩავეწერები ამ ავანტიურისტების ბრიგადას და ახალი თაობის მავნებლებს, ამ ბინძურ და სამარცხვინო პროპაგანდისტებს“, – წერს ირაკლი ბერაია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა