კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის, ქაოსის გარდა, არაფრის მომტანია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ-გია ვოლსკი

ნახვები: 473 ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის, ქაოსის გარდა, არაფრის მომტანია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ-გია ვოლსკი

ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რამაც მთლიანობაში არეულობა, ქაოსი და რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა მოიტანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება.

როგორც ვოლსკი ამბობს, ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის და ის ქვეყნას ქაოსის გარდა, არაფერს მოუტანს.

„ოპოზიციაში წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება – რასაკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ. არსებობს არჩევნების დადგენილი ვადა და არა ქაოსი, რისი ამოცანაც ჩვენ წინაშე დგას. არანაირი პოზიტიური განწყობა იმის, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს, რათა საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის. ყველა ევროპელი ლიდერი მიუთითებს, რომ მთავარია დეპოლარიზაცია, რათა შესრულდეს ის, რაც ევროკავშირს აინტერესებს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხმას გვაძლევს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა. მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება, პათოსიც ერთი და იგივე იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა