თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი - ჩვენ დავამტკიცებთ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას

ნახვები: 453 ჯო ბაიდენი - ჩვენ დავამტკიცებთ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას

ჩვენ დავამტკიცებთ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ერთიანობას და სიმტკიცეს ჩვენი ალიანსისთვის, რათა დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყების წინ, ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, სამიტზე მიესალმებიან შვედეთისა და ფინეთის ისტორიულ განაცხადს ალიანსის წევრობაზე.

„ვფიქრობ, ეს ისტორიული სამიტია და ამის შესახებ ვსაუბრობდით მთელი წლის განმავლობაში. დღევანდელ შეხვედრებზე ჩვენ დავამტკიცებთ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ერთიანობას და სიმტკიცეს ჩვენი ალიანსისთვის, რათა დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. მეხუთე პუნქტი არის შეუვალი, რასაც ვამბობთ, ყოველთვის ვგულისხმობთ – თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე, თითოეულ სანტიმეტრზე. ამ სამიტზე ჩვენ მივესალმებით შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას, მათ ისტორიულ განაცხადს წევრობაზე და გადაწყვეტილებას, უარი თქვან ნეიტრალიტეტზე, ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე. ნატო-ში გაწევრიანება ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გაგვხდის. ჩვენ ვგზავნით ჩემი შეხედულებით უტყუარ გზავნილს, რომ ნატო არის ძლიერი, ერთიანი და ამ სამიტზე გადადგმული ნაბიჯები იქნება ჩვენი კოლექტიური ძლიერების შემდგომი გაზრდა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამავდროულად, ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა ევროპაში ალიანსის გაძლიერებაზე.

„დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები გაზრდის ჩვენი ძალების მდგომარეობას ევროპაში და გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. წლის დასაწყისში ჩვენ გავგზავნეთ დამატებით 20 ათასი ჯარისკაცი ევროპაში ალიანსის გასაძლიერებლად და რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, რითაც გავზარდეთ ჩვენი ძალების რაოდენობა ევროპაში ასი ათასამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მდგომარეობის გაძლიერებას საფრთხის შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებთან ახლო კონსულტაციებით. აქ, ესპანეთში, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირესთან, რათა გავზარდოთ აშშ-ის საზღვაო გამანდგურებლის რაოდენობა 4-დან 6-მდე როტას საზღვაო ბაზაზე. პოლონეთში ჩვენ დავაფუძნებთ მეხუთე არმიის კორპუსის შტაბს და გავაძლიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ განვათავსებთ დამატებით როტაციულ ბრიგადას, რომელშიც შედიან 3 ათასი მებრძოლი და 2 ათასი პერსონალი რუმინეთში, გავზრდით როტაციულ განლაგებას ბალტიის ქვეყნებში. გავგზავნით ორ დამატებით F-35-ის ესკადრილიას ბრიტანეთში და განვათავსებთ სხვა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გერმანიასა და იტალიაში. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ნატო იქნება მზად საფრთხისთვის ყველა მიმართულებით – სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დომენზე. ევროპაში მშვიდობის შერყევის და წესებზე დაფუძნებული მშვიდობის პრინციპებზე თავდასხმის მომენტში, აშშ და მოკავშირეები ვძლიერდებით. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნატო ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე და მნიშვნელოვანია იმაზე მეტად, ვიდრე იყო ოდესმე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა