თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები „გააძვრინოს“

ნახვები: 342 ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები „გააძვრინოს“

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებები რეალურად არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "იოტაში" განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.

ბურჯანაძის თქმით, „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ცესკო-სთან, კვალიფიციურ პარტიებთან, ხმების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით და ა.შ.

"არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ "ქართული ოცნება" შეასრულებს დანაპირებს და მიიღებს ისეთ „საარჩევნო კოდექსს", რომელიც საარჩევნო გარემოს მართლა გააუმჯობესებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ცვლილებები, რომელიც მიიღო 14 მაისს ცესკო-მ. ამის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია ხმამაღლა უნდა დავაფიქსიროთ. ჯერ ერთი, პირველი შემთხვევაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მხოლოდ ე.წ. საპარლამენტო პარტიებს ესაუბრება. ყველა დროს, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის იყვნენ „საარჩევნო კოდექსზე" მომუშავე ჯგუფში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს მნიშვნელოვანია ახლაც, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და რეალურად არავინ იცის სინამდვილეში ვინ რამდენი პროცენტი მოიღო და ჩვენ, ნამდვილად ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი.

ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს ძალიან მკვეთრ პოზიციას და იმედი მაქვს, რომ ე.წ. ხელმომწერი პარტიები ხმამაღლა გაახმოვანებენ მიშელის დოკუმენტის დარღვევას, რომ ხელისუფლება მართლაც ცდილობს „გააძვრინოს" ვითომ რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები. ასევე, ხმამაღლა ეტყვიან ჩვენი კოლეგები ბრიუსელს იმას, რომ რეალურად შეთანხმება არ სრულდება", - აცხადებს ბურჯანაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა