კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია დარჩიაშვილი - თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ნახვები: 454 ილია დარჩიაშვილი - თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში გავაგრძელოთ ჩვენი გრძელვადიანი ინტეგრაცია ნატო-ში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მადრიდის სამიტში მონაწილეობის პირველი დღე გამოირჩეოდა განსაკუთრებული მნიშვნელობით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭო სპეციალურ სხდომაში, სადაც მას ჰქონდა ინტერვენცია. უნდა აღინიშნოს, რომ ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც მიიღო ალიანსმა, ნატო-მ, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, რომლებიც მომავალში საქართველოს დაეხმარება შემდგომ ინტეგრაციაში. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ფაქტი, რომ საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება იქნა გამოვლენილი. თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ევროკავშირის ბევრი მხარდამჭერი ქვეყანა, რომლებიც ძალიან მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდნენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ერთიანობა იყო საქართველოს მისამართით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ მომენტში და კრიტიკული ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროატლანტიკური ინტეგრაციის“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტები, რომლებიც ალიანსმა მიიღო, საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი გზამკვლევია.

„ყველაზე გამორჩეული დოკუმენტი არის ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია 2030, რომელშიც გრძელვადიან პერსპექტივაში არის ასახული თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში გავაგრძელოთ ჩვენი გრძელვადიანი ინტეგრაცია ნატო-ში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე სამიტის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები ორმხრივ ფორმატში. ეს შეხვედრები ძირითადად ეძღვნებოდა ჩვენი ევროინტეგრაციის მომავალს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება იმ მომავალ აქტივობებზე, რომლებიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა განვახორციელოთ, რათა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გახდეს შეუქცევადი პროცესი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად, ძალიან ინტენსიურად, კონკრეტული ხელშესახები შედეგებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სამიტის ფარგლებში გამართულ და დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრებზე მის კოლეგა მინისტრებთან.

„მე მქონდა შესაძლებლობა, სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამემართა ჩემს რუმინელ კოლეგასთან. რუმინეთი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო და ახლო ურთიერთობას რუმინეთთან, რათა ეს ქვეყანა იყოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. ასევე, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩემი რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის ერთობლივი დაგეგმილი, კოორდინირებული აქტივობები, რომლებიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გვაქვს დაგეგმილი და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ინტენსიურად,როგორც პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ჩვენ ამ პროცესს გავაძლიერებთ, რათა საქართველოს ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი დღეს გერმანიის, სლოვენიის, ლუქსემბურგის, ნორვეგიის, ჰოლანდიისა და მონტენეგროს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა