რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„ეგ არავინ არ იცის და მე გავარკვიე“ - ზურაბ ჯაფარიძე ნამახვანჰესზე

ნახვები: 318 „ეგ არავინ არ იცის და მე გავარკვიე“ - ზურაბ ჯაფარიძე ნამახვანჰესზე

„ნამახვანის შემთხვევაში, მგონია, რომ, იქ, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ინტერესები დგას. ძალიან ბევრი ვქექე, განსხვავებით სხვებისგან, ჩავუჯექი მაგ ამბავს და თავიდან ბოლომდე შევისწავლე. მე მგონი, კონკრეტული ამბავი არის ძაან, რომ რუსული ინტერესები არის, საბოლოოდ," - განაცხადა დღეს, 21 მაისს, „გირჩი -მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ნამახვანჰესის თემაზე საუბრისას.

მისივე თქმით, აქ საუაბრი მხოლოდ ნამახვანზე არ არის.

„ეგ არავინ არ იცის და მე გავარკვიე, რომ მარტო ნამახვანზე არ არის ლაპარაკი, 54 ჰიდროელექტროსადგურია გაჩერებული. არც მარტო დიდ ჰესებზე არ არის ლაპარაკი, დიდი ჰესებიდან იქ სამია მხოლოდ: ხუდონი, ნენსკრა და ნამახვანი, დანარჩენი არის საშუალო და პატარა ჰესები და ყველა გაჩერებულია. ყველგან ერთი და იგივე ტიპის პრობლემებია. საბოლოო ჯამში, რომ დათვალო, შეჩერებული არის 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. 4 მილიარდი დოლარი არ შემოვიდა ქვეყანაში მაგის გამო, რომ ყველგან ყველაფერი გაჩერებულია. ამის პარალელურად, ხდება ის, რომ ვიღაცებს შემოაქვთ რუსეთიდან დენი და იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ დენს, მუდმივად იზრდება რუსეთიდან იმპორტი. ვისაც შემოაქვს, ის ხალხი არის კონკრეტულად დაინტერესებული, რომ ჰესები არ აშენდეს და მათ აკეთონ ასობით მილიონი ლარი, ყოველწლიურად. ეგ არის, ჩვეულებრივად, რუსული ინტერესი," - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ: 23 მაისს, „რიონის ხეობის მცველები" თბილისში აქციის გამართავს გეგმავენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა