Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება

ნახვები: 331 იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მადრიდის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მიიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსში, ასევე შეთანხმდნენ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე და შეათანხმეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

მისივე თქმით, მოკავშირე ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამიტს სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებთან შორსმიმავალი გადაწყვეტილებებით სამომავლოდ ჩვენი ალიანსის ადაპტირებისთვის. ჩვენ შევთანხმდით ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტურ ძვრაზე. ჩვენ შევთანხმდით, მივიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსში, ასევე შევთანხმდით უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე. ჩვენ შევათანხმეთ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. შევთანხმდით კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე და ერთ მილიარდიანი ინოვაციების ფონდის შექმანზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ ნატო-ში და გავზრდით ალიანსის საერთო ბიუჯეტს. ასევე, შევთანხმდით ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის ინდო წყნარი ოკეანის რეგიონში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის ორდღიანი სამიტის შეჯამებისას.

სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს განსზღვრავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს უსაფრთხოებისთვის.

„მადრიდის სამიტზე ჩვენი ბოლო სესია ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და საჰელის რეგიონიდან მომავალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამ რეგიონებში არასტაბილურობა პირდაპირ აისახება ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ჩვენი სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს განსზღვრავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დღეს ჩვენ განვიხილეთ ყველა ფორმისა და გამოვლინების ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული ჩვენი პროგრესი. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ ბრძოლა სიმტკიცითა და სოლიდარობით, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერით. ნატო-ს საწვრთნელ მისიას ერაყში შეაქვს წვლილი ISIS-ის დაბრუნების აღკვეთაში. პირველად ჩვენ შევათანხმეთ თავდაცვითი შესაძებლობების გაძლიერების პაკეტი მავრიტანიისთის, რაც დაეხმარება სასაზღვრო უსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის საკითხების და ტერორზმთან გამკლავებაში. ჩვენ ასევე შევთანხმდით დამატებითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდამჭერ პაკეტზე ტუნისისთვის და იორდანიის მხარადჭერის გაგრძელებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ სამიტის მონაწილეებმა ასევე განიხილეს „გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგი“.

„მას აქვს სერიოზული გავლენა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ხალხებზე. სურსათის ფასები რეკორდულად მაღალ ნიშნულს აღწევს, მრავალი ქვეყანა დამოკიდებულია უკრაინაზე ხორბლისა და სხვა საკვები პროდუქტის იმპორტით. ასე რომ, მოკავშირეებმა განიხლეს კრიზისის შემსუბუქების და სახმელეთო და საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ძალისხმევა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ასევე განიხილეს, როგორ განაგრძობენ რუსეთი დ აჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის მიღების მცდელობას ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში.

„მოსკოვი და პეკინი იყენებენ თავინათ ეკონომიურ ბერკეტებს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ასე რომ, დღეს ჩვენ განვიხილეთ, როგორ მოვახდინოთ რეაგირება ამ მზარდ გამიწვევაზე, მათ შორის რეგიონში ნატო-ს პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების გზით.

ჩვენ ათობით წლის განმავლობაში უსაფრთხოების მხრივ ყველაზე სერიოზული ვითარების წინაშე ვიმყოფებით, თუმცა წინ აღვუდექით გამოწვევას ერთიანობითა და სიმტკიცით. მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტის პრევენცია და ჩვენი ხალხისა და ღირებულებების დაცვა. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან ნატო-ში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა