ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთს გადააბარა

ნახვები: 468 საფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთს გადააბარა

საფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთის რესპუბლიკას გადააბარა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია მადრიდში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას შეხვდა. ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა ევროპულ ინსტიტუტებს მუშაობისთვის და წარმატება უსურვა ჩეხეთის ხელისუფლებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ჩეხეთი გააგრძელებს საფრანგეთთან მუშაობას.

„მადლობა, ემანუელ, თქვენი თავმჯდომარეობისთვის. ეს იყო ძალიან რთული დრო ევროპისთვის. შედეგები შესანიშნავია. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას“, – განაცხადა პეტრ ფიალამ.

ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე პირველი ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში იქნება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა