Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო

ნახვები: 440 საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო ოპერირება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა.

Flyadeal-ი თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: რიადი, ჯედა და დამამიდან იწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მათივე ცნობით, ჯამში, საქართველოს მიმართულებით Flyadeal-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში ათი სიხშირით შეასრულებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა