სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე

ნახვები: 374 ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, „ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია“.

„აქ საუბარი არ არის რაღაც კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, პერსონალურ სიტყვაზე, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს, დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ქართველი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. ეს იყო სიბილწის საზღვარი, თუ შეიძლება, რომ ყველაფერს გასცდე, იკადრო და ყველაფერი ბინძური გააკეთო. მე ამ სიტყვებს აქ ვერ და არ გავიმეორებ.

აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში ამერიკელი მეგობრები. მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. ყველამ ნახოს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და თქვას ეს ყველაფერი. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა. ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება, თუ ეს დადასტურდება, რომ ამერიკის საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მივიდეს, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება. მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა პროვოცირებული შემთხვევები, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეურაცხყოფის მოყენებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გასცდა აბსოლუტურად ყოველგვარ საზღვარს. შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, გასაჯაროვდეს ყველაფერი. მექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრა და სურვილს გამოვთქვამ, გასაჯაროვდეს ყველაფერი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა