რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

წულუკიანი - ახალაიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხი

ნახვები: 379 წულუკიანი - ახალაიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხი

 ევროპული სასამართლოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული საერთაშორისო სამართლებრივი ორგანოს, ვერდიქტი ძალიან ნიშანდობლივია, აცხადებს ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი.

„ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. მორიგი მტკიცებულება, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასოდეს დაამტკიცებენ, რაც არ არის სიმართლე. კერძოდ, იმას, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი არიან და  არასდროს არაფერი ჩაუდენიათ. რასაკვირველია, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ევროპული სასამართლო სტრასბურგში გახლავთ საერთაშორისო ტრიბუნალებსა და სასამართლოებს შორის თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული საერთაშორისო სამართლებრივი ორგანო და მისი ვერდიქტი არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს ვერდიქტი ამ შემთხვევაში, მორიგჯერ ადასტურებს, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის და სხვების შემთხვევაში, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვმართავდა კრიმინალური რეჟიმი. ამ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა მოიხადა სასჯელი, ზოგი კვლავ იხდის სასჯელს და რასაკვირველია, სასჯელის მოხდა არის ელემენტარული რამ, რაც შეიძლება, ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყნის წინაშე გააკეთონ. ქვეყნის წინაშე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ დაუშავეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა