კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ ტალიაშვილი - შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგით, დესტრუქციით აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ქვეყანაში

ნახვები: 330 თამარ ტალიაშვილი - შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგით, დესტრუქციით აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ქვეყანაში

სიცხადისთვის გეტყვით, პიროვნული, მძიმე, უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს, შეურაცხყოფის მოთმენის ექსტრაორდინალური სტანდარტები მოითხოვეს, ვინც სიძულვილითა და დესტრუქციით სულ უფრო აღრმავებენ პოლარიზაციას ქვეყანაში.

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ინციდენტის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა მედია სივრცეში და სოციალურ პლატფორმებზე თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით.

სიცხადისთვის გეტყვით, პიროვნული მძიმე უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს. დაუსაბუთებელი კრიტიკა, ზღვარგადასული ემოციურობა – კი ბატონო! პირადის, პერსონალური სივრცის შეურაცხყოფას რაც შეეხება, აქ ყველა მოქალაქე, ადამიანი ერთია და თამასის სპეციფიკურად მაღლა აწევა სრულიად უსაფუძვლოა.

განსაკუთრებული და მაღალი სტანდარტი რასაც ამკვიდრებს ანრი ოხანაშვილი, ეს არის მაღალი რანგის პროფესიონალიზმი, სამართლის პოლიტიკა და კანონშემოქმედება. ხოლო სიდინჯე და გაწონასწორებულობა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებშიც კი, მისი პიროვნული თვისებაა. ანრის ეს თვისება ხაზს უსვამს, რამდენად მძიმე არაპროვოცირებული შეურაცხყოფის ადრესატი აღმოჩნდა“, – აღნიშნავს ტალიაშვილი.

მისივე თქმით, საერთოდ, შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგითა და დესტრუქციით სულ უფრო და უფრო აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ქვეყანაში.

„ეს არის ძალა, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს დეპოლარიზაცია, საზოგადოების ერთიანობა და სრული ევროინტეგრაცია.

ეს არის ძალა, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი – შეურაცხყოფაცა და დანაშაულიც შერჩეს, ჰქონდეს მუდმივი იმუნიტეტი შეუცხყოფისა და დანაშაულის ჩასადენად.

კლავიატურასა და კამერას ამოფარებული ადამიანები ბულინგისა და სიძულვილის ენის სულ უფრო ახალ „მაღალ“ სტანდარტებს ქმნიან. პარალელურად სურთ, რომ სიძულვილის ეს „მაღალი“ სტანდარტები ადამიანურ უბრალო პირისპირ ურთიერთობებშიც დაამკვიდრონ. ეს არის სავალალო! ეს ბოროტებაა არა მარტო ამ მომენტში, არამედ მომავალი თაობებისთვისაც“, – წერს თამარ ტალიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა