რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ვარლამ გოლეთიანი დაფინანსების წყაროს ასახელებს

ნახვები: 305 ვარლამ გოლეთიანი დაფინანსების წყაროს ასახელებს

„სასაცილოა, რომ ჩვენი მოძრაობა რუსეთიდან ფინანსდება," - განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

დაფინანსებასთან დაკავშირებულ კითხვების საპასუხოდ გოლეთიანი განმარტავს, რომ ამ თანხას ნაწილს ემიგრანტებიდან, ნაწილს კი ხეობის გულშემატკივრებიდან იღებს.

„ტრანსპორტირების ნაწილში თვითორგანიზდება ხალხი, ამიტომ არის ჩვენი შეკრებები უპრეცედენტო. რაც შეეხება სცენას, უკვე ნახევარი წელია, რიონის ხეობაში დგას. ემიგრაცია უჭერს ამ პროცესებს მხარს, გვეხმარებიან ამ ყველაფრის მოწყობაში. ფინანსურ ნაწილს დიდწილად გვიდგანან გვერდით. მარტო ემიგრაციაც არა, ჩვენც ჩვენი რესურსით, ჩვენი მეგობრები. უმნიშვნელოვანესია ის, რომ აქ ყველა თვლის, რომ ამ პროცესში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ეს არის მართლა ყველაზე სასიამოვნო მთელ ამ პროცესში. ადამიანები იმდენად არიან განწყობილები ამ პროცესისთვის - ყველას ფიზიკურად არ შეუძლია კარავში დგომა, ნახევარი წელი რიონის პირზე, რიყეზე წოლა. ვისაც რაც შეუძლია, იმას აკეთებს, ზოგი ამ ფინანსებს იღებს, რითაც მერე უზრუნველვყოფთ იმას, რასაც უზრუნველვყოფთ. სასაცილოა, რომ რუსეთიდან ფინანსდება. ეს სცდება ყველანაირ ნორმატიულ განსაზღვრებას", - განაცხადა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ: „რიონის მცველების" მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა